კომპანია
ჩვენ შესახებ

"სამეფო აბანო" XVIII საუკუნიდან მოყოლებული, აბანოთუბნის ერთ-ერთი გამორჩეული საგანძურია. ჩვენი აბანო დაკომპლექტებულია  მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი მუშაკებით, დახვეწილი ორიენტალური ინტერიერით და გამორჩეულია მყუდრო, კომფორტული გარემოთი.

ჩვენი აბანოს უპირატესობა საუკეთესო მექისეების და უშუალო, თბილი თბილისური ურთიერთობების შერწყმაა. სწორედ ეს განაპირობებს ვიზიტორების ნდობასა და  ერთგულებას.

ჩვენი აბანოს სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა ერთ  სივრცეში მიიღონ სასიამოვნო განტვირთვის სრული  მომსახურება, მათ შორის: გოგირდის წყლის აბაზანები, პროფესიონალურად შესრულებული ქისა, მასაჟი, საუნის სარელაქსაციო ეფექტი - ჰიგიენისა და დასვენებისთვის საჭირო შესაფერის დახვეწილ გარემოში.

დაგვიკავშირდით

+995 32 219 67 00
სამეფო აბანო
სამეფო აბანო
სამეფო აბანო
ისტორია

თბილისში, ცხელი წყლების აღმოჩენას და ლეგენდას, მათზე ქალაქის გაშენებისა - ერთ- ერთ უდიდეს ქართველ მეფეს, ვახტანგ პირველს, იგივე ვახტანგ გორგასალს უკავშირებენ.
ზოგადად, თბილისის და მის მკვიდრთა აბანოს კულტურასთან უძველეს კავშირს, აბანოთუბნის ტერიტორიაზე წარმოებული არქეოლოგიური გათხრებიც ადასტურებს. X საუკუნის არაბი გეოგრაფი და მოგზაური მუჰამად იბნ ჰაუკალი „გზათა და სამეფოთა“ წიგნში თბილისის აბანოების შესახებ წერს: “ ქალაქში (თბილისში) არის ტიბერიადის აბანოების მსგავსი აბანოები, რომელთა წყალიც უცეცხლოდ დუღს“.
XIII საუკუნის ისტორიული ცნობების თანახმად, თბილისში მინერალური წყლის 65 აბანო ყოფილა. თბილისის აბანოებზე ცნობებს გვაწვდიან XIII-XIV სს. ვენეციელი მოგზაური მარკო პოლო, XVIII ს. ცნობილი ქართველი გეოგრაფი ვახუშტი ბაგრატიონი, XIX ს. დიდი ფრანგი მწერალი და ჟურნალისტი ალექსანდრე დიუმა (მამა).
XVII–XIX საუკუნეების თბილისში იყო ერეკლეს, ბებუთას, მელიქის, მეითრის (სუმბათოვის). გოგილოს, ორბელიანთა, თბილელის, მირზოევის, ხოჯას, „გრილი“ (შიოევის), „ჭრელი“ და სხვა აბანოები. დღემდე შემორჩენილ აბანოთა უმრავლესობა XVII–XVIII საუკუნეებში სპარსული არქიტექტურის გავლენითაა შექმნილი და მერმინდელ სეიდაბადშია თავმოყრილი, ბოტანიკური ბაღის აღმართის დასაწყისში. სწორედ ამიტომ, ამ ადგილს სეიდაბადი ეწოდა.
თბილისის გოგირდის აბანოებს მხოლოდ ჰიგიენური ან სამკურნალო დანიშულებით არ სტუმრობდნენ. ეს იყო მოქალაქეების შეკრების, დროსტარების, ლხინის, დასვენების თუ სიახლეების ერთმანეთისთვის გაზიარების ადგილი. აქვე ხდებოდა საქმიანი,სავაჭრო თუ კომერციული გარიგებებიც. გოგირდის აბანოები ყოველთვის იყო ადამიანების დაახლოების და ხშირად, ადგილი ფიზიკური, გონებრივი განწმენდისა.
ჩვენს აბანოს “სამეფო აბანო” სიმბოლურად როდი ეწოდება. გადმოცემის თანახმად, ეს აბანო გახლდათ დიდი მეფე ერეკლე მეორის დასვენებისა და განცხრომის საყვარელი ადგილი.
აბანოთუბანში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა „სამეფო აბანოს“, მისი გამორჩეული სპარსული არქიტექტურით და ინტერიერის დახვეწილი ესთეტიკით. ჩვენს აბანოში ხშირი იყო მაღალი რანგის სტუმრების მიღება , როგორც ქართლ-კახეთის სამოფოს, ან საქართველოს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნისას, ასევე საბჭოთა თუ დამოუკიდებელი საქართველოს ეპოქაში.

სამეფო აბანო
გოგირდის წყალი

გოგირდის ცხელი წყლები მდებარეობს ქალაქ თბილისში,მის ძველ ნაწილში,სადაც ისტორიული ცნობების მიხედვით დაიწყო თვით ქალაქ თბილისის შენება. ეს იყო მე–5 საუკუნის მეორე ნახევარში,ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს.
გოგირდის წყლის მთავარი საბუდარი ადგილის _ „სეიდ–აბადის მაღლობის“ ნიადაგი უმეტეს წილად ტუფოგენურ ჯიშიდან – ტუფოსილასა და ტუფოკონგლომერატისაგან შედგება.აღნიშნული ნივთიერებანი წარმოადგენენ მაღლობების ზედაპირებზე ამოხეთქილ ძველი დროის ვულკანურ მასებს გოგირდის წყლები ორნაირია: თბილი და ცივი. წყლის მინერალობა,სრულიად დამოუკიდებულია იმ ნიადაგიდან,რომელშიც გოგირდის წყლებს უხდება გავლა,ვიდრე ის დედამიწის ზედაპირზე ამოვიდოდეს. განსაკუთრებული თვისება თბილისის გოგირდის წყლებისა მდგომარეობს იმაში,რომ ეს წყლები შეიცავენ გაზს „მეტანს“. მიუხედავად იმისა,რომ ქ.თბილისი ნიადაგში ცივი გოგირდის წყლების ცირკულაცია ნაკლებია,ისინი მაინც შეიცავენ მეტ გახსნილ მარილებს,ვიდრე ცხელი გოგირდის წყლები. ყველაზე მეტად გოგირდის ცივ წყაროებში არის გოგირდმჟავა კირი,კალიუმი და მაგნიუმი.

სამეფო აბანო
ქიმიური შემადგენლობა და სამკურნალო თვისებები

- ქიმიური შემადგენლობა : თბილისის გოგირდის წყლები თავისი მუდმივი ქიმიური შემადგენლობით,მუდმივი დებეტითა და t°-ით ეკუთვნის გოგირდ–ტუტოვან თერმებს და წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა ქრონიკულ ავადმყოფთა მკურნალობის დროს.
- ინფექციური წარმოშობის ქრონიკული ართრიტები.
- მწვავე რევმატული პოლიართრიტის შემდგომი რეზიდუალური მოვლენები.
- ტრავმული ართრიტები მწვავე და ქრონიკულ პერიოდში.
- ენდოკრინული და ნივთიერებათა ცვლის მოშლის ნიადაგზე წარმოშობილი ართრიტები.
- დეფორმირებული პოლიართრიტები.
- სპონდილოართრიტების და სპონდილოზების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფორმები.
- მიოკარდიოდისტროფია კომპენსაციის სტადიაში და სისხლის მიმოქცევის I და II ხარისხის უკმარისობით.
- კარდიოსკლეროზები : მიოკარდიტული და ათეროსკლეროზული წარმოშობის,კომპენსაციის სტადიაში და სისხლის მიმოქცევის I და II ხარისხის უკმარისობით
- გულის მანკები კომპენსაციის სტადიაში და სისხლის მიმოქცევის I და II ხარისხის უკმარისობით.
- ჰიპერტონიული დაავადება I და II სტადიაში თავის ტვინის და გულის სისხლძარღვთა სკლეროზის მკაფიოდ გამოხატული მოვლენების და თირკმელების ფუნქციის დარღვევის გარეშე.
- ანგიონევროზები.
- თრომბოფლებიტები
- პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები: ნევრიტები,ნევრალგიები,რადიკულიტები,პლექსიტები და სხვ.
- ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებები: ნევრასთენიული რეაქციები,ვეგეტოდისტონიები.